placebo





დღეს თარგმანებისგან თავს შევიკავებ (მეზარება ^_^) ამიტომ რამდენიმე სიტყვიტ გეტყვით რას ვფიქრობ ამ ჯგუფზე. ვინ არიან და ა.შ.

ჯგუფი Placebo შეიქმნა 1994 წელს. ბრაიან მოლკოს და სტეფან ოსდალის მიერ. პირველი ალბომი გამოუშვეს 1996 რომელსაც ასევე Placebo ეწოდა.

ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია ამ ჯგუფის სიმღერა მას აუცილებლად დაამახსოვრდებოდა ბრაიანის უნიკალური ხმა. ბრაიანი ასევე გამოირჩევა დისიდენტური ტექსტები (რაც მე ყველაზე მეტად მომცონს). იგი ხშირად მღერის მსოფლიოში და საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე. იგი ასევე წერს სიყვარულზეც, თუმცა ყველასგან განსხვავებულად, ინდივიდუალურად და გრძნობიანად. მისი ნამღერი თითოეული სიტყვა ჩემთვის როკის ერთ ეპოქას უდრის. ამასთან მისი ტექსტები იმდენად ღრმაა რომ ყოველი მოსმენისას შეიძლება სხვადასხვა რამ დაინახო და ამოიკითხო.